„დიადემაში“ გაიმართა ქართული საღვინე ჭურჭლის უნიკალური ნიმუშების გამოფენა „მეტყველი სასმისები”

ჩვენში თითქმის ყოველ სასმისსა თუ საღვინე ჭურჭელს თავისი შექმნის ისტორია აქვს.
აქედან წამოვიდა იდეა, რომ მოგვეძებნა და „დღის შუქზე“ გამოგვეტანა კერძო კოლექციებში დაცული ქართული სასმისები, რათა ნებისმიერს შესძლებოდა დაეთვალიერებინა ნაციონალური კულტურის ეს იშვიათი საგანძური.

ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, „დიადემას“ ორგანიზებით, ჩვენს მაღაზია-სალონში ჩატარდა ქართული სასმისების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო კერძო კოლექციებში დაცული ქართული საღვინე ჭურჭლის ის უნიკალური ნიმუშები, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა ქართული ტრადიციული სუფრა და ქართული ყოფა.
ადგილზე დამთვალიერებლებს შეეძლოთ ენახათ ანტიკური პერიოდის რამდენიმე სასმისიც.

გამოფენამ უდიდესი ინეტერესი და ჩართულობა გამოიწვია საზოგადოების მხრიდან. სასმისების ორიგინალურმა ფორმებმა, სახვეწილმა დიზაინმა, ისტორიამ და მათზე გაკეთებულმა ძველმა წარწერებმა წარუშლელი კვალი დატოვა თითოეულ მნახველზე.

რა თქმა უნდა, ერთი გამოფენა ქართული საღვინე ჭურჭლის დიდ მრავალფეროვნებას ვერ დაიტევს, თუმცა ამ მხრივ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რაც უდაოდ მისასალმებელია და დიდად შეუწყობს ხელს ქართულ სასმისთა პოპულარიზაციას.

პროექტის პარტნიორები იყვნენ ღვინის კომპანია – „გიუაანი” და „ინტელ ექსპრესი”, ხოლო მედია მხარდამჭერები „რუსთავი 2″ და „მუზიქ-ბოქსი”. 

იმისათვის, რომ ისტორიამ კიდევ დიდხანს შემოინახოს „ერთად ამეტყველებული სასმისების ხმა“ გამოფენის პარალელურად, ერთ კატალოგში მოვაქციეთ თითოეული ექსპონატი

Phone: +955 32 2 957671
Fax: +955 32 2 957671
18 Marjanishvili Street
Tbilisi, Georgia