შეფასება/ სერტიფიცირება

დიადემა”- ს საწარმოო  ბაზა აღჭურვილია იტალიური, ამერიკული და იაპონური წარმოების ულტრა თანამედორვე აპარატურით.   

თუ თქვენ გინდათ “დიადემაში შეიძინოთ ძვირფასი ქვებით გაწყობილი სამკაული ან უბრალოდ გაინტერესებთ ინფორმაცია ამა თუ იმ ძვირფასი ქვის შესახებ, გესაჭიროებათ ექსპერტის რჩევა ან პროდუქტის სერტიფიცირება, ჩვენთან შეგიძლიათ მარტივად მოაგვაროთ ეს საკითხი. “დიადემა”-ს დიაგნოსტიკური ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო დონის ლაბორატორიული აპარატურით, სადაც ხდება ნებისმიერი ძვირფასი ქვების  (ბრილიანტისა და ფერადიქვების) დიაგნოსტიკა.

ლაბორატორიის ექსპერტები არიან ამერიკის გემოლოგიის ინსტიტუტის (Gemological Institute of America, Carlsbad, USA) ალმასების უმაღლესი საბჭოს (Diamond High Council, Antwerp, Belgium) კურსდამთავრებულნი. სწორედ მათი დახმარებით ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია, შეფასება/სერტიფიცირება საუველირო ნაწარმსა და ძვირფას ქვებზე

 

მაღალკვალიფიციური ექსპერტების კონსულტაცია, ანტიკვარიატის, ფერწერული ნამუშევრების შეფასება და სერტიფიცირება.