ძვირფასეულობისა და ანტიკვარიატის შეფასება

„დიადემას“ დიაგნოსტიკური ცენტრი აღჭურვილია ულტრა-თანამედროვე საერთაშორისო დონის ლაბორატორიული აპარატურით, რომელშიც ხდება ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების დიაგნოსტიკა და შეფასება.

ლაბორატორიის ექსპერტები კი არიან ამერიკის გემოლოგიის ინსტიტუტის, ალმასების უმაღლესი საბჭოს, გერმანიის გემოლოგიის საზოგადოების კურსდამთავრებულნი. სწორედ მათი დახმარებით ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია და მოახდინოთ საიუველირო ნაწარმისა და ძვირფას ქვების სერტიფიცირება.

ასევე, ჩვენი მაღალკვალიფიციური ხელოვნებათმცოდნე ექსპერტები გაგიწევენ კონსულტაციას თქვენი ანტიკვარიატისა და ფერწერული ნამუშევრების შესახებ.