ჩვენი ისტორია
საიუველირო სალონი „დიადემას“ ისტორია 1997 წლიდან იწყება. ამ ხნის განმავლობაში, „დიადემამ“, საიუველირო ბაზარზე დაიმკვიდრა წამყვანი ადგილი, როგორც მაღალი ხარისხის, გამორჩეული, ექსკლუზიური დიზაინის და დახვეწილი პროდუქციის მწარმოებელმა. დიადემას თითოეულ ნაკეთობაში გამოყენებულია ბუნებრივი ნახევრად ძვირფასი და ძვირფასი ქვები, რომელთა შერჩევაც ხდება ჩვენი კვალიფიციური ექსპერტების მიერ
კომპანიას, თავისი არსებობის 22 წლის განმავლობაში არაერთ გამოფენასა და საერთაშორისო პროექტებში აქვს მონაწილეობა მიღებული. იყო ბევრი პრესტიჟული კონკურსისა და ფესტივალის გენერალური სპონსორი, დამზადებული აქვს უამრავი პრიზი და ჯილდო სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთათვის (“მის საქართველო”, “მის ბიკინი”, “მის სტუდენტური სახე”, “საუკეთესო მოჭადრაკე ქალი”, “ფოტომანის” კონკურსის გამარჯვებულს, “საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი” და ა.შ). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კომპანიის მენეჯმენტი და დიზაინერები მუდმივად თვალყურს ადევნებენ ახალ ტენდენციებსა და მიმართულებებს საიუველირო მოდის ინდუსტრიაში, ეცნობიან ცნობილი საიუველირო ბრენდების უახლეს კოლექციებს და ცდილობენ საქართველოშიც დანერგონ ახალი ტექნოლოგიური ინოვაციები. დიადემა თავის მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს.